ორიგინალი
გიორგი ვოლსკი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: მისასალმებელია ცოტნე ივანიშვილის დამსახურება ამ ურთიერთობების განვითარებაში, პატარა სახელმწიფოსათვის განათლების სფეროში ასეთი თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ინფო 9·14:59

გიორგი ვოლსკი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: მისასალმებელია ცოტნე ივანიშვილის დამსახურება ამ ურთიერთობების განვითარებაში, პატარა სახელმწიფოსათვის განათლების სფეროში ასეთი თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია

28 ნოემბერი, 2026 · 14:59

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს შორის დაწყებულ თანამშრომლობას ეხმაურება და პროცესში ცოტნე ივანიშვილის პირად დამსახურებაზე საუბრობს.

ვოლსკის შეფასებით, პატარა სახელმწიფოსთვის განათლების სფეროში მსგავსი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი განათლებული, მძლავრი და პატრიოტულად მოაზროვნე ახალი თაობაა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის წარმატება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც იგი წინ გაიჭრა და მსოფლიოს მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მუდმივად იკავებს პირველ ათეულში ადგილს. მისასალმებელია პირადად ცოტნეს დამსახურება ამ ურთიერთობების განვითარებაში. ეს მის მაღალ ინტელექტზეც მეტყველებს, ეს ერთი, და მეორე, იმ ტრადიციის გაგრძელების, კარგ ინიციატივებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა შექმნა, ჩამოაყალიბა საქართველოში - ემსახურე შენ ქვეყანას უანგაროდ და თუკი რაიმე რესურსი ვინმეს გააჩნია, ცოტნე ივანიშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია, უნდა მოახმაროს საკუთარ ქვეყანას. პატარა სახელმწიფოსათვის ასეთი თანამშრომლობა განათლების სფეროში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი და რესურსი არის, რასაკვირველია, ახალი თაობა - განათლებული, მძლავრი, თავის პოზიციაში ჩამოყალიბებული და პატრიოტულად მოაზროვნე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.

ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ.

ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 000 დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. გიორგი ვოლსკი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: მისასალმებელია ცოტნე ივანიშვილის დამსახურება ამ ურთიერთობების განვითარებაში, პატარა სახელმწიფოსათვის განათლების სფეროში ასეთი თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • იმედი·15:19
    შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
  • რუსთავი 2·15:13
    შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას შეუძლია, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
  • პოსტივი·15:13
    შაკო კუჭაშვილი: “ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს”
  • კვირა·15:08
    შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს - ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
ივანიშვილისუნივერსიტეტთან

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.