ორიგინალი
ჯარედ კუშნერი: პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია, ის ისტორიული პიროვნებაა - მას აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც სურს
ინფო 9·10:47

ჯარედ კუშნერი: პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია, ის ისტორიული პიროვნებაა - მას აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც სურს

26 ნოემბერი, 2026 · 10:47

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, პოდკასტ MD MEETS-ში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია.

კუშნერის შეფასებით, პუტინი მაღალი ორგანიზებულობითა და საფუძვლიანი მომზადებით გამოირჩევა.

„პრეზიდენტი პუტინი ძალიან ორგანიზებულია. ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, ვიღაცას – არა, მაგრამ ის, უდავოდ, პოლიტიკის დიდოსტატია. ის ისტორიული პიროვნებაა. ყოველთვის არის ძალიან კარგად მომზადებული და საკითხებს ღრმად აანალიზებს. საუბრისას ბევრ ჩანაწერს აკეთებს, შემდეგ კი საკუთარ პოზიციას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს“, - აღნიშნა მან.

კუშნერისა და სტივ ვიტკოფის დაკვირვებით, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ მშვიდობის მიღწევა არ ამოძრავებს - მას აშშ-თან ურთიერთობების გადახედვა და ახალი შესაძლებლობების მოსინჯვაც სურს.

„ჩემი და სტივ ვიტკოფის შეფასებით, მას არა მხოლოდ მშვიდობა სურს, არამედ აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც უნდა. სურს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა ურთიერთობების თავიდან დაწყების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, არავინ იცის, რამდენად გულწრფელია ეს განზრახვა და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება, თუმცა, ყოველთვის უნდა დაიწყო მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელსაც შესაძლოა, არ ეთანხმებოდე, მაგრამ რომელსაც ცვლილებების განხორციელების ძალაუფლება აქვს“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. ჯარედ კუშნერი: პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია, ის ისტორიული პიროვნებაა - მას აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც სურს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·10:54

იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება

იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება
ინფო 9·10:40

„ათასობით ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება“ - ჯარედ კუშნერი ტყვეთა მასშტაბურ გაცვლას აანონსებს

„ათასობით ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება“ - ჯარედ კუშნერი ტყვეთა მასშტაბურ გაცვლას აანონსებს
ინფო 9·10:39

🎥 პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 7 პირი

🎥 პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 7 პირი
ინფო 9·10:35

გახარიას პროპაგანდისტის ირაკლი წულაიას კრიმინალური წარსულის ქრონოლოგია

გახარიას პროპაგანდისტის ირაკლი წულაიას კრიმინალური წარსულის ქრონოლოგია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.