ორიგინალი
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ, იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, ბრალი აღიაროს, არის ის, რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ
ინფო 9·00:52

26 ნოემბერი, 2026 · 00:52

ეს არის ის ნარატივი, რომელიც საერთოა ბრიუსელისთვის და საქართველოში მათი ადგილობრივი აგენტურისთვის, ვინაიდან რუსეთი, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება და რაც არ მოსწონთ, ყველაფერს აკერებენ რუსულ იარლიყს (და არა მხოლოდ საქართველოს, „დიფ სთეითის“ აგენტურა ზუსტად ანალოგიური მეთოდებით მოქმედებს ყველა ქვეყანაში), - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც უპასუხა კითხვას - რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე, რომ დასავლური კურსიდან გადაუხვიეთ?

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ურთიერთობა 2022 წლის თებერვალში გაუფუჭდა, როდესაც საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე უარი განაცხადეს.

„ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო ის სამარცხვინო რეზოლუციები. ახლაც რეზოლუცია უნდა მიიღონ და წერენ, თითქოს ბატონი ბურჭულაძე და ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში რამდენიმე თვე აანონსებდნენ სახელმწიფოს დამხობას, რაც შემდეგ ქმედებებში გადაიტანეს და შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, თურმე არიან პოლიტიკური დევნილები, როდესაც ნახევარზე მეტმა აღიარა დანაშაული, მათ შორის ბატონმა ზოდელავამაც, რომელიც ბატონ ბურჭულაძესთან ერთად ამ 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის ავანგარდში იდგა. იმდენად აშკარა ტყუილებზე არიან გადასულები, ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას ბოლომდე ინულებენ ჩვენი მოქალაქეების თვალში.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრია დარჩენილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალადობრივ აქციებში მონაწილე ადამიანებზე მაქვს საუბარი, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ დანაშაულს, უნდათ თანამშრომლობა და გარეთ გამოსვლა, თუმცა ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ეშინიათ ამ ფაშისტური ბულინგის. ბრიუსელის და მათი აგენტურის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ. იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის, რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ. ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი - მამები შვილებს მოუწოდებენ, რომ ციხეში დარჩითო და მამები შვილებს მოუწოდებენ, რომ არ გაბედოთ, შეწყალება არ დაწეროთ და დარჩენილი დრო ციხეში გაატარეთო. ეს ყველაფერი არაადამიანურია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ, იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, ბრალი აღიაროს, არის ის, რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·01:01

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვძლიერდებით, როგორც ქვეყანა, ვაძლიერებთ ჩვენს ინსტიტუტებს, ვძლიერდებით ეკონომიკურად, გარანტია შეგვიძლია მივცეთ ქართველ ხალხს, რომ 2030 წელს ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის

ინფო 9·00:55

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელზე: თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ, სახე შევანარჩუნებინოთ, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

ინფო 9·00:45

მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად

მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად
ინფო 9·00:43

გიორგი ზურაბაშვილი: მიუხედავად სირთულეებისა, მაინც საჭირო და აუცილებელია გაგრძელდეს დიალოგი, რადგან ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, მივაღწიოთ ურთიერთობების დარეგულირებას, ტერიტორიების გაერთიანებას, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას - ერთიან, ძლიერ საქართველოს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.