ორიგინალი
პრემიერი - გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში
ინფო 9·00:05

პრემიერი - გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში

29 ნოემბერი, 2026 · 00:05

„ოპტიმიზმსაც ვინარჩუნებთ, რომ ევროკავშირში ვითარება შეიცვლება, მათ შორის გაწევრიანების კუთხითაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ზოგადად, ევროინტეგრაცია რთული პროცესია.

„ბოლოს რაც მოვისმინეთ ევროინტეგრაციის კუთხით, ახალ წევრებს მიიღებენ რეალურად, ფაქტობრივად, ხმის უფლების გარეშე. ასეთ წევრობას, დამეთანხმებით, რომ უკვე ფასი ეკარგება. ახლა ასეთ გადაწყვეტილებებს რატომ იღებს ევროპული ბიუროკრატია, აბსოლუტურად გაუგებარია. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმედი გვაქვს ვითარების შემოტრიალების“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნაზე.

„ასევე ლტოლვილების საკითხი იყო ნახსენები. არა მარტო ლტოლვილების საკითხი, ჩვენ გვთხოვენ კონკრეტული კანონის გაუქმებას. ერთი, რომ "გამჭვირვალობის კანონის" გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას - უმარტივეს რამეს. ამის გაუქმებას რომ გთხოვენ, თან იმ ფონზე, რა ფონიც გამოვიარეთ, ეს რევოლუციის მცდელობები, გამოდის, რომ ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში. ასევე ითხოვენ "არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონის გაუქმებას. ჩვენ რა ჩავწერეთ ამ კანონში, ყველაზე მარტივი რაც არის, რომ არ შეიძლება კაცი წავიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს ქალად, ან ქალი წავიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად. ამას ითხოვენ ჩვენგან, რომ ვიღაც კაცი - პირობითად გიორგი გიორგაძე - შეიძლება წავიდეს სამოქალაქო რეესტრში, ოპერაციაც კი არ სჭირდება, არაფერი არ სჭირდება, შეიძლება ჩაეწეროს თამარ გიორგაძედ, ძალიან მარტივად. ახლა ასეთ აბსურდში არიან შესული, მაგრამ არ ვიცი, ეს აბსურდი რამდენად შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ესეც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„არ შეიძლება, თავს მოახვიო ქვეყნებს მიგრაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხდება. უნგრეთის მაგალითი არის საუკეთესო. რაც შეეხება ლგბტ საკითხებს, ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, ამ კუთხით უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და ზოგადად პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რაც დღეს, სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. პრემიერი - გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·23:02

ირაკლი კობახიძე - ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება

ირაკლი კობახიძე - ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.