ორიგინალი
პრემიერი - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ, პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ - მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს, როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია
ინფო 9·22:20

პრემიერი - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ, პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ - მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს, როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია

28 ნოემბერი, 2026 · 22:20

„გავიხსენოთ რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბათუმში და მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც იქცეოდა იქ მოძალადე თურქი გულშემატკივარი, ამაზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გულმხურვალე მხარდაჭერა იყო რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ყველა თავდასხმაზე პოლიციელების წინააღმდეგ.

„რაც შეეხება მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას: პირველ რიგში, აქციებზე როცა არის საუბარი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბათუმში. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც იქცეოდა იქ მოძალადე თურქი გულშემატკივარი, ამაზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები. მაგრამ ამაზე არ მოგვისმენია ჩვენ ანალოგიური შეფასებები. პირიქით, გულმხურვალე მხარდაჭერას ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ყველა თავდასხმაზე პოლიციელების წინააღმდეგ. კამპანიას აფინანსებდა პირდაპირ, მათ შორის ევროკავშირი — EED, ევროპული ფონდი — „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილიო“. პოლიციელების დაწვას უჭერდნენ მხარს! და არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან, პოლიტიკური აქტივისტისგან რადიკალური ოპოზიციიდან, არც ერთი მათი მედიასაშუალებებისგან, არათუ დაგმობა არ მოგვისმენია ამ ყველაფრის, პირიქით, გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს პოლიციელების დაწვის მცდელობას, თავდასხმებს — რამდენი პოლიციელი დაზარალდა! ათჯერ და ასჯერ მეტი ხარისხის იყო თავდასხმები პოლიციაზე, მაგრამ არავისგან ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია ასეთი პოზიცია,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში.

„რაც შეეხება პოლიციის მოქმედებებს: როგორც მოქმედებდა ბათუმში ღირსეულად პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ. იყო გადაცდომები, რასთან დაკავშირებითაც მთელ რიგ შემთხვევებში, ყველაში არა, სამწუხაროდ, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში დადგა კიდეც განაჩენი.სადაც იყო ფაქტები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, იქ დადგა განაჩენი. რაც შეეხება პოზიციას: პოზიცია უნდა გქონდეთ ღირსეული და სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეთ, და პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ — მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს პოლიციას; როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, პოლიციას, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია.ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში იყო გადაცდომები და დანაშაულებრივი გადაცდომებიც და სასჯელი დადგა მთელ რიგ შემთხვევებში, მაგრამ მთლიანობაში პოლიცია მოქმედებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით,“- განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. პრემიერი - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ, პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ - მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს, როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 281 სტატია.

  • ამბები.ge·18:49
    "როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა" - რას წერს ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე
  • აჭარის ტელევიზია·18:27
    ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ანიმაციური ზღაპრის -„წითელჰუდას“ მესამე ჩვენება გაიმართა
  • იმედი·18:21
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს
  • ტვ პირველი·16:33
    “ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ქომაგები ერთმანეთს ბათუმის აეროპორტშიც დაუპირისპირდნენ
ბათუმშიპოლიციამპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·22:51

ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე

ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.