სპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ოზან ჩაქინს შეხვდა, რომელიც მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის მაგიდის ჩოგბურთსა და სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და თურქეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქერიმ ქოჩი ესწრებოდნენ.










