ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, კაცმა თავი დაიწვა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლისა და კულტურის სამინისტროს შენობას შორის მამაკაცმა თავი დაიწვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ინციდენტი 25 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:10 საათზე მოხდა. კაცმა თავი კულტურის სამინისტროს წინ, პრეზიდენტის სასახლის მოპირდაპირედ დაიწვა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ბოგუსლავ პიორკოვსკიმ.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია და სახანძრო სამსახური მივიდნენ. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტერიტორია შემოღობილია. პოლიცია ინციდენტის დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.
