"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება" - ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები გზებზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ
ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ.
#100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ.
"მომსპარია გზები, ყველგან ორმოებია, ყველგან საშინელება ხდება, ახლა კიდევ, გზის დაგება გადაწყვიტეს და გადათხარეს ყველაფერი, ამ ზამთარში გზას როდის დააგებენ კაცმა არ იცის. მგზავრები ცოტაა, მანქანებს ყოველ წუთში გაკეთება უნდა, არ ვიცი რა გვეშველება", - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
