ორიგინალი
"რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს
ინფო იმერეთი·11:38

"რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს

26 ნოემბერი, 2026 · 11:38

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატმა თეკლა მებურიშვილმა ქალაქის განვითარების შესახებ ისაუბრა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ქუთაისისთვის დედაქალაქის სტატუსის დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მნიშვნელობით უპასუხა.

თეკლა მებურიშვილის განცხადებით, ქალაქის განვითარებისა და ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებისთვის აუცილებელია, ქუთაისმა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქცია შეიძინოს. მანვე გააკრიტიკა ცენტრალური ხელისუფლების ხედვა და აღნიშნა, რომ ქალაქის საჭიროებებზე თავად ადგილობრივებმა და მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ.

"ქუთაისს უნდა ჰქონდეს ფუნქცია და ეს ფუნქცია უნდა იყოს დედაქალაქობა. უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ცენტრი. მინდა, რომ ამ იდეის მხარდამჭერი რაც შეიძლება მეტი იყოს. თუ ქუთაისი არ შეიძენს პოლიტიკურ ფუნქციას, აგერ ახალგაზრდები, რომლებიც სტაჟირებაზე მუშაობენ ჩვენთან, მალე მოუწევთ ქუთაისი დატოვონ, როგორც მათი თაობის წარმომადგენლები იქცევიან, და დაბრუნდებიან თუ არა უკან, არავინ იცის... ბატონი პრემიერი, რომელსაც ერთი დღეც არ უცხოვრია ქუთაისში, გეგმავს, ქუთაისი გახდეს განათლების ჰაბი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა არა, ქუთაისელებმა და ქუთაისელების მიერ არჩეულმა ხალხმა ვიმსჯელოთ, რა სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ხალხს, რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი, რა ფუნდამენტური წინააღმდეგობა გაქვთ ამ იდეასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეკლა მებურიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა.

მისი თქმით, ქალაქის ფუნქციის დაბრუნების პროცესი უკვე მიმდინარეობს, რის მაგალითადაც მან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი დაასახელა და ოპონენტს ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა შესთავაზა.

"როცა მეკითხებით, ქუთაისს ფუნქცია როგორ უბრუნდება, ეტყობა ტექნოლოგიურ ჰაბში არ ჩასულხართ, რა პროცესები მიდის, რა სწავლებები მიდის, რამდენმა ადამიანმა მოინახულა. ამ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ, დაგითმობთ დროს, უბრალოდ ახლა რომ ვისაუბროთ, არ გვეყოფა დრო. გელოდებით, ნებისმიერ დროს მობრძანდით და უფასო ლექციებს ჩაგიტარებთ“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: infoimereti.ge
  1. მთავარი
  2. ინფო იმერეთი
  3. "რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს

თემა: იყოს

ამ თემას 12 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • რუსთავი 2·08:27
    არ აქვთ კონსენსუსი ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. რეალობა ასეთია, არის კვიპროსის და საქართველოს კანდიდატურა, ყველა ქვეყანა შეიძლება მზად იყოს მომავალ წელს თავჯდომარეობისთვის, თუმცა განაცხადი ამ დრომდე არავის გაუკეთებია - მაკა ბოჭორიშვილი
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • კვირა·00:50
    მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
  • პრაიმტაიმი·00:44
    მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
იყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო იმერეთი·12:39

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს
ინფო იმერეთი·23:52

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ინფო იმერეთი·19:16

სამი დაშავებული ადამიანი და სამი დაზიანებული ავტომანქანა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

სამი დაშავებული ადამიანი და სამი დაზიანებული ავტომანქანა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
ინფო იმერეთი·14:23

ქუთაისში მილიონობით ლარის ღირებულების საბავშვო ბაღი 3 წელია დაკეტილია და ნადგურდება

ქუთაისში მილიონობით ლარის ღირებულების საბავშვო ბაღი 3 წელია დაკეტილია და ნადგურდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.