ქუთაისში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულია ორი მძღოლი და ერთი მგზავრი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
