ქუვეითში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა
ქუვეითში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს.
ტაიანის თქმით, Rheinmetall Italia-ს ორი ტექნიკოსი ქუვეითში საჰაერო თავდაცვის სათვალთვალო სადგურზე მუშაობდა, როდესაც სადგური ირანული დრონების თავდასხმის ქვეშ მოყვა.
„ქუვეითიდან მიღებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შედეგად, ორივე ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა. ორი ადამიანი დაშავდა: პაკისტანის მოქალაქე და ქუვეითის არმიის კაპიტანი“, - განაცხადა ტაიანიმ.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორი იტალიელი მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ. როგორც იტალია, ასევე ქუვეითი დრონების თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ, ხოლო თეირანი თავის ჩართულობას უარყოფს.
