ორიგინალი
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავეს
ინტერპრესნიუსი·01:46

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავეს

27 ნოემბერი, 2026 · 01:46

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქალაქ ბათუმში იყვნენ მობილიზებულნი.

გულშემატკივართა მსვლელობისა და უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. სამართალდამცველები განაწილებული იყვნენ როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი.

ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.

სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავეს

თემა: ბათუმში

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·01:45
    ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს
  • ფორმულა·01:26
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·01:17
    ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - თურქული მედია
ბათუმშიმატჩისბეშიქთაშის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·01:53

შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა
ინტერპრესნიუსი·00:37

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ
ინტერპრესნიუსი·00:14

თურქეთის სპორტის მინისტრი - მტკიცედ ვგმობ საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას

თურქეთის სპორტის მინისტრი - მტკიცედ ვგმობ საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას
ინტერპრესნიუსი·00:05

კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ

კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.