ორიგინალი
ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
ინტერპრესნიუსი·10:21

ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

27 ნოემბერი, 2026 · 10:21

საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, განსაკუთრებით 2019-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ - ამის შესახებ კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, 2022 წლიდან კონკურენციის პოლიტიკასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების დამატებამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფრო აქტიური მოქმედების შესაძლებლობა მისცა.

„სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების, სხვადასხვა სექტორში განხორციელებული შერწყმების შეფასებისა და მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა შედეგიანია. ამასთან, მომხმარებელთა მიმართვიანობის ზრდა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების კუთხით გაწეული საქმიანობის ეფექტიანობაზეც მეტყველებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ ქსელებში აქტიურ მონაწილეობას აქვს. საქართველომ უკვე დანერგა არაერთი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა. მათ შორის, მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სურსათის ბაზრების შესწავლა, ასევე საერთაშორისო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა"- განაცხადა ტერესა მორეირამ.

საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის ღიაა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებულია.

ცნობისთვის, ტერესა მორეირა საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·10:41

თურქეთის პარლამენტის სპიკერი - საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია - თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს

თურქეთის პარლამენტის სპიკერი - საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია - თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს
ინტერპრესნიუსი·08:30

ხარისხიანი განათლება - საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბმა ჯილდო მოიპოვა

ხარისხიანი განათლება - საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბმა ჯილდო მოიპოვა
ინტერპრესნიუსი·07:40

„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას - პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენს პრეზიდენტს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას

„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას - პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენს პრეზიდენტს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას
ინტერპრესნიუსი·05:35

ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.