ორიგინალი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ივანიშვილს საგარეო და საშინაო ფრონტზე სრული ჩაფლავება აქვს, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა - ხშირად ვერ ვიაზრებთ, როგორ გამოვფიტეთ რეჟიმი, დღეს „ოცნების“ არაერთი მაღალჩინოსანი ციხეებს ხეხავს ან გაქცეულია
ინტერპრესნიუსი·19:59

თამარ ჩერგოლეიშვილი - ივანიშვილს საგარეო და საშინაო ფრონტზე სრული ჩაფლავება აქვს, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა - ხშირად ვერ ვიაზრებთ, როგორ გამოვფიტეთ რეჟიმი, დღეს „ოცნების“ არაერთი მაღალჩინოსანი ციხეებს ხეხავს ან გაქცეულია

28 ნოემბერი, 2026 · 19:59

ხშირად ადამიანები, როცა ვიღლებით, მარტო ჩვენ დაღლაზე ვფიქრობთ და არ ვიაზრებთ, როგორ გამოვფიტეთ რეალურად რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ორი წლის წინ ამ დღეს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ციხეებს არ ხეხავდნენ და დღეს 20-ზე მეტი ადამიანი ან ციხეშია, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშაა, ან გაქცეულია, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, „ივანიშვილს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე სრული ჩაფლავება აქვს, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა“. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მთელი საზოგადოება პასუხს გასცემს კითხვას, „რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი დასრულდება.“

„28 ნოემბერი ეს არის დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, ყველაფერს გადაუხვია და აღარ აგრძელებს იმ გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. მას მერე ორი წელია წინააღმდეგობა გრძელდება.

ორი წლის წინ ამბობდნენ, ტრამპი მოვა და ტრამპთან გადავშლით ფურცელსო და ტრამპთან გადაშალა ფურცელი კი არა, ვხედავთ რაც ხდება. ევროკავშირში შეხვედრაზე რომ არ უშვებენ, „ევრონიუსში“ ეტენებიან და იქაც ლამის ტყავს აძრობენ.

რად გვინდა ევროკავშირი და ამერიკა, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო და ვხედავთ პუტინმა ქართულ კომპანიებს აუკრძალა ვაჭრობა რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს სრული ჩაფლავება აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა და ახლა ჩვენ სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა. ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ. დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს.

„ოცნება“ გაცილებით მეტად არის დაზიანებული. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს და მას შემდეგ რაც ჩვენ მთელი საზოგადოება პასუხს გავცემთ კითხვას, რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი დასრულდება,“ - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი - ივანიშვილს საგარეო და საშინაო ფრონტზე სრული ჩაფლავება აქვს, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა - ხშირად ვერ ვიაზრებთ, როგორ გამოვფიტეთ რეჟიმი, დღეს „ოცნების“ არაერთი მაღალჩინოსანი ციხეებს ხეხავს ან გაქცეულია

თემა: საგარეო

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • რუსთავი 2·15:50
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • ფორმულა·15:20
    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
  • კვირა·14:59
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • პრაიმტაიმი·14:56
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საგარეოივანიშვილისსრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·20:07

გიგა ბოკერია - ამოცანა შესრულდება, როცა მშვიდობიანი პროტესტი უფრო ფართოდ იქნება მოცული მთელ საქართველოში, რასაც ამ რეჟიმის რეპრესიული მანქანა ვეღარ გაუძლებს, ჩამოიშლება და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიეცემა შანსი

გიგა ბოკერია - ამოცანა შესრულდება, როცა მშვიდობიანი პროტესტი უფრო ფართოდ იქნება მოცული მთელ საქართველოში, რასაც ამ რეჟიმის რეპრესიული მანქანა ვეღარ გაუძლებს, ჩამოიშლება და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიეცემა შანსი
ინტერპრესნიუსი·19:43

თერჯოლაში მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

თერჯოლაში მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.