ორიგინალი
ლევან ცუცქირიძე - თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარს, ბოლოს და ბოლოს სააკაშვილი საპატიმროშია, ივანიშვილი შუშის სასახლეში ცხოვრობს - პოლიტიკა ხიდების მშენებლობაა და არა ნგრევა
ინტერპრესნიუსი·14:42

ლევან ცუცქირიძე - თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარს, ბოლოს და ბოლოს სააკაშვილი საპატიმროშია, ივანიშვილი შუშის სასახლეში ცხოვრობს - პოლიტიკა ხიდების მშენებლობაა და არა ნგრევა

29 ნოემბერი, 2026 · 14:42

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე გუშინდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ რეპრესიების მიუხედავად ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას ევროპული და სამართლიანი მომავლის იდეა აერთიანებს, შესაბამისად, მთავარი ისაა, რაც გვაერთიანებს და რაც უფრო დიდია, ვიდრე განსხვავებები, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს და იარსებებს.

ცუცქირიძე აქციაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ინციდენტსა და პლაკატსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა უთანხმოებები შესაბამის ფორმატში უნდა მოაგვარონ.

“გუშინ კარგი დღე იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა და ეს მოხდა მიუხედავად ორწლიანი რეპრესიისა, დაშინებისა და ძალადობისა. გარეთ იყვნენ როგორც ჩვენი, თავისუფლების მოედანი / Freedom Square მხარდამჭერები, ისე სხვა პარტიების მომხრეებიც. მაგრამ ასევე უამრავი ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა მაგრამ, მეორე მხრივ, არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს - ტრადიციული პარტიები აღარ მოსწონს, ახლებს ჯერ კარგად არ იცნობს, შეიძლება კიდევ უფრო ახლებს ელის ან საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკოსები. ასეთია ჩვენი საზოგადოება დღეს და ეს დემოკრატიის ნაწილია.

მთავარი ისაა, რაც გვაერთიანებს ყველას - იმის მიუღებლობა, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს და სწრაფვა სამართლიანი, ღირსეული, თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობისა და დაცულობის მქონე საქართველოსკენ. ეს უფრო დიდია, ვიდრე ის განსხვავებები, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს და იარსებებს. პოლიტიკოსების ვალია ამ განსხვავებებს არ მივცეთ ჩვენი გათიშვის შესაძლებლობა, პირიქით - საზოგადოებას ის უმთავრესი უნდა ვუჩვენოთ, რაც გვაერთიანებს და დავარწმუნოთ, რომ შესაძლებელია ჩვენი საერთო, ეროვნული მიზნების მიღწევა, განსხვავებების მიუხედავად.

სწორედ ამიტომ გავუსვი გუშინდელ გამოსვლაში ხაზი იმას, რომ “მოედანი” ვიბრძვით არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიებისკენ, არა გამყოფი ხაზების გასამკვეთრებლად, არამედ სამართლიანი წესრიგის და ღირსეული მმართველობისთვის, რომელიც მშრომელ და პატიოსან ადამიანს მშვიდი, დაცული და ბედნიერი ცხოვრების შანსს შეუქმნის. ჩვენ ამით უნდა გამოვირჩეთ - დაყოფის, სიძულვილისა და დაპირისპირების ნაცვლად, რაც ერთადერთია, რასაც “ქართული ოცნება” - ეს ქაოსისა და შუღლის პარტია, ყველაზე კარგად აკეთებს, სოლიდარობა და ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ, უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ შეგვიძლია პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლითა და შრომით უკეთესი საქართველოს შექმნა. ამიტომ ვართ “მოედანი” მთელი წელი გზაზე: სოფლად და ქალაქად, მთაში და ბარში - ამ სათქმელის ყველასთან მისატანად და ხალხის იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს შეგვიძლია.

სამწუხაროა გუშინდელი ინციდენტიც აქციაზე. ერთი მხრივ, თუკი ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, მას შეეძლო ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა. ყველამ კარგად იცოდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა მზადება და თუკი წინასწარ გვეცოდინებოდა, რომ ენმ-ს ან ნებისმიერ სხვა პარტიას, იმის მიუხედავად, მონაწილეობს თუ არა საერთო საკოორდინაციო ფორმატში (როგორც მაგალითად “ჯერ საქართველოა,” რომელსაც სიამოვნებით დავუთმეთ მიკროფონი), აქციაზე გამოსვლის სურვილი ჰქონდა, აუცილებლად დავაყენებდით ამას განსახილველ საკითხად. უკვე დაგეგმილი და მიმდინარე აქციის დროს, სიტყვის მოთხოვნა ჩემთვის არაა მუშაობის მისაღები ფორმა და უსამართლო იქნებოდა სხვა მსურველების მიმართ. მეორე მხრივ, მე არ ვეთანხმები იმ პლაკატის შინაარს, რომელიც აქციაზე იყო წარმოდგენილი. “თავისუფლების მოედანი” არც ერთ სახელისუფლებო გუნდთან არ ვყოფილვართ არასოდეს დაკავშირებული, მე პირადად, სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს. მომავალში, საჯარო ინციდენტები აღარ უნდა მოხდეს, უთანხმოებების გარკვევა და კონფლიქტების მოგვარება კი პოლიტიკოსებს უპირველეს ყოვლისა, შესაბამის გარემოში და სათანადო ფორმებით უნდა შეგვეძლოს.

მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად ყველა განსაცდელისა, აბარებს გამძლეობის, მოწიფულობისა და გამბედაობის გამოცდას და ეს სულაც არ მიკვირს. პოლიტიკური კულტურის გამოცდა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსებს გვაქვს გასავლელი, რადგანაც საზოგადოებამ თავისი უმაღლესი დონე უკვე აჩვენა - მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ჩვენ კი ბევრი, რადგანაც მათგან ნდობის მანდატს ვითხოვთ. ნდობა კი უპირობოდ არ მოვა, მას მოპოვება და დამსახურება სჭირდება.

მადლობა ყველას, ვინც აგრძელებს ბრძოლას. მათთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმეს, რაც დავიწყეთ: პოლიტიკა ჩემთვის ხიდების მშენებლობაა და არა მათი ნგრევა. ამიტომ, მომავალი კვირიდან საქართველოს სხვადასხვა მხარეებთან ერთად უკვე თბილისის უბნებშიც მეტად ვიქნებით, რომ უკეთ მოვისმინოთ თბილისელების სათქმელი, ჩვენიც ვუთხრათ და ერთმანეთს ხელი კიდევ უფრო ძლიერად ჩავჭიდოთ”, - წერს ცუცქირიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. ლევან ცუცქირიძე - თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარს, ბოლოს და ბოლოს სააკაშვილი საპატიმროშია, ივანიშვილი შუშის სასახლეში ცხოვრობს - პოლიტიკა ხიდების მშენებლობაა და არა ნგრევა

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • ფორმულა·14:22
    მიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
  • პოსტივი·14:18
    დიმიტრი სამხარაძე: „ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იქნება ქვეყნის სათავეში“
  • რუსთავი 2·14:14
    დიმიტრი სამხარაძე: ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იქნება ქვეყნის სათავეში
  • ალია·14:10
    ,, დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას” – ჩერგოლეიშვილი
ივანიშვილისპოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·14:27

იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება

იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება
ინტერპრესნიუსი·14:07

ზურაბ ჯაფარიძე - გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია - სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული

ზურაბ ჯაფარიძე - გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია - სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული
ინტერპრესნიუსი·14:01

ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა

ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა
ინტერპრესნიუსი·13:11

ირაკლი ფავლენიშვილი - „ალიანსმა“ ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა გამიზნულ პროვოკაციას და გააკეთოს განცხადება გადაწყვეტილებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სიტყვით არ უნდა მიმართონ ადამიანებს

ირაკლი ფავლენიშვილი - „ალიანსმა“ ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა გამიზნულ პროვოკაციას და გააკეთოს განცხადება გადაწყვეტილებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სიტყვით არ უნდა მიმართონ ადამიანებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.