საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 92:78 დაამარცხა.
ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას თებერვალში შეეცდება.
შეგახსენებთ, 26 ნოემბერს ნაკრებმა საბერძნეთში ოვერტაიმში 92:88 მოიგო.
