ორიგინალი
ბორის ჯონსონი: უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედროები ახლავე უნდა განთავსდნენ, ეს უფრო ფართომასშტაბიანი ომის რისკს არ შექმნის
აიპრესი·23:33

ბორის ჯონსონი: უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედროები ახლავე უნდა განთავსდნენ, ეს უფრო ფართომასშტაბიანი ომის რისკს არ შექმნის

24 ნოემბერი, 2026 · 23:33

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედროების გაგზავნის ინიციატივით გამოდის.

მისი განცხადებით, სამხედროების განთავსება აუცილებელია რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდეც.

„სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ჯონსონმა განაცხადა, რომ საუბარია სამხედრო წარმომადგენლობაზე, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერას გამოხატავს. მისი თქმით, სამხედროები შესაძლოა, ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრმა ქვეყნებმა გაგზავნონ და უსაფრთხო ტერიტორიებზე, ფრონტის ხაზიდან მრავალი კილომეტრის დაშორებით, ლოგისტიკური და სხვა დამხმარე ფუნქციები შეასრულონ.

„თქვენი გზავნილი იქნებოდა, რომ უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი ქვეყნების სამხედროებს მიიწვევენ უკრაინაში. ეს კრემლის გადასაწყვეტი არ არის – სწორედ ეს არის მთავარი“, – აღნიშნა ჯონსონმა.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევდა ეს ნაბიჯი ნატო-ს ომში ჩართვას, ჯონსონმა განაცხადა, რომ ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით რუსეთზე შეუდარებლად ძლიერია, ხოლო ვლადიმერ პუტინი უკრაინელების წინააღმდეგ ისედაც „ყველანაირ საშინელებას“ სჩადის.

„მან უნდა დაინახოს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი უკრაინის დასავლურ ქვეყანათა ჯგუფში გაერთიანებაა“, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, უკრაინის მიმართ დასავლეთის არასაკმარისი მხარდაჭერა მის გამარჯვებას აყოვნებს.

„ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს არსებობს ქრონიკული და სრულიად გაუმართლებელი უარი, განვსაზღვროთ ჩვენი მიზნები ამ ომში. ასევე, უარი, ავხსნათ, როგორ აღვიქვამთ უკრაინელებს, ვინ გვგონია ისინი და როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის მომავალი“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი შეფასებით, დასავლეთის ასეთი პოზიცია „მშვიდობის მიღწევის მთავარი დაბრკოლებაა“ და „სამარცხვინო გაურკვევლობითა და გადაწყვეტილების მიღების არასაკმარისი სიმტკიცით“ არის განპირობებული.

„ეს აფერხებს თავისუფალი, სუვერენული და წარმატებული უკრაინის გამარჯვებას, რომელიც, სხვა შემთხვევაში, გარდაუვალი იქნებოდა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ამასთან, „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ბორის ჯონსონმა შეაფასა დონალდ ტრამპის განცხადებაც, რომელმაც ვლადიმერ პუტინს „მეგობარი“ უწოდა.

„ეს ამაზრზენია, გულისამრევია. დამთრგუნველია ამის მოსმენა“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, არაერთხელ სცადა, ტრამპისთვის აეხსნა, რომ პუტინთან დაახლოების ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორი წელიწადი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დაუთმოს და ამისთვის რუსეთის ლიდერის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავოს.

კითხვაზე, როგორ დაარწმუნებდა ტრამპს ომის დასრულებაში დახმარების აუცილებლობაში, ჯონსონმა ნობელის მშვიდობის პრემია ახსენა.

„მე ვეტყოდი: ნობელის პრემია. ვეტყოდი: დონალდ, ეს ნობელის პრემია თუ გინდა, მაშინ აი, იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა გადადგა. პუტინი რეალურად მიიყვანე მოლაპარაკების მაგიდასთან, დაასრულე ეს ომი და ნობელის პრემია გარანტირებული გექნება“, – განაცხადა ჯონსონმა.

ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის დაცვა, ასევე უკრაინის დახმარებაა.

ამასთან, ჯონსონმა უკრაინაში, მატარებელზე დრონით თავდასხმაც გაიხსენა. მიმდინარე წლის დასაწყისში, მისი მატარებლის უკან მიმავალი მატარებელი დრონით იერიშის შედეგად დაზიანდა.

„ეს თუ მკვლელობის მცდელობა იყო, საკმაოდ არაკომპეტენტური მცდელობა ყოფილა. არასწორ მატარებელს დაარტყეს – ის ჩვენი მატარებლიდან 15 წუთის შემდეგ მიდიოდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს უმნიშვნელო შემთხვევაა იმის გათვალისწინებით, რისი გადატანა უწევთ უკრაინელებს ყოველდღიურად“, – განაცხადა ჯონსონმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ბორის ჯონსონი: უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედროები ახლავე უნდა განთავსდნენ, ეს უფრო ფართომასშტაბიანი ომის რისკს არ შექმნის

თემა: უკრაინის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:28
    ჯარედ კუშნერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება
  • იმედი·02:53
    ჯარედ კუშნერი: პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს - მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდეს
  • რადიო თავისუფლება·01:01
    უკრაინაში ლაზერული დანადგარის გამოყენებით პირველად მოიგერიეს რეაქტიულძრავიანი დრონი
  • პრაიმტაიმი·00:43
    უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებით პუტინს ვცდით, ამიტომ, გავაგრძელოთ ზეწოლა, ვფიქრობ, ეს მუშაობს - მარკ რუტე
უკრაინისევროპული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:15

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს
აიპრესი·21:49

გერმანიაში მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას აღარ უჭერს მხარს

გერმანიაში მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას აღარ უჭერს მხარს
აიპრესი·15:57

რუსეთი, "ბლოკადის" შემთხვევისთვის, კალინინგრადთან ბორნების ასაშენებლად 50 მილიარდს დახარჯავს

რუსეთი, "ბლოკადის" შემთხვევისთვის, კალინინგრადთან ბორნების ასაშენებლად 50 მილიარდს დახარჯავს
აიპრესი·21:58

მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა

მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.