ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) აცხადებს, რომ 2027 წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ტემპს უცვლელად შეინარჩუნებს
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) აცხადებს, რომ 2027 წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ტემპს უცვლელად შეინარჩუნებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართული დისკუსიის შემდეგ განაცხადეს.
მედიის ცნობით, თავდაპირველად ორგანიზაციას 2027 წლის დასაწყისში ნავთობის მოპოვების გაზრდა სურდა, თუმცა ეს პროცესი გართულდა მას შემდეგ, რაც ერაყმა და ყაზახეთმა წარმოების ტემპები შეამცირეს.
ნავთობის ანალიტიკური ფირმა Rapidan Energy Group ასევე ვარაუდობს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების მიერ წარმოების მიზნები არ შეიცვლება აშშ-ირანის ომის ხანგრძლივობისა და არსებული გაურკვევლობის გამო.
„როიტერი“ წერს, რომ წელს ომისა და არეულობების გამო ნავთობის ფასებმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში ფასები შედარებით შემცირდა სპარსეთის ყურის ექსპორტის ზრდისა და 2027 წელს ნედლი ნავთობის ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებით მოლოდინების გამო.
ცნობისთვის, 2026 წლის მაისში ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების, „ოპეკ+“-ის ჯგუფის შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ივნისიდან ნავთობის წარმოება დღეში დამატებით 188 000 ბარელით გაეზარდათ. ორგანიზაციის განცხადებით, ნავთობის წარმოების გაზრდის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით „ბაზრის სტიმულირება“ იყო.
