ორიგინალი
ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია
აიპრესი·23:22

ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია

28 ნოემბერი, 2026 · 23:22

მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასო ადამიანებო სამყაროში. მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, აქციაზე როგორც კი უფრო მეტი ადამიანი იქნება, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალი იქნება.

„ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზეც და გვაქვს მეტი რაოდენობა. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. ცვლილება არის აქ – ჰაერში. როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია.

ჩვენ შეიძლება, ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს ძმა, რომელმაც დღეს დაწერა – გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო. მე აქედან მინდა, ვუთხრა – არასდროს არ მიგატოვებთ არცერთს, ვინც ციხეში ხართ, არცერთს. ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს, თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენ სამშობლოს მთავარი ბურჯები, თქვენ აქ დგახართ, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ. ჩვენ შეიძლება, გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის მაგალითად.

ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრზალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა, საქართველო ქრისტიანულ, ეროვნულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ვერ დაგვიდგება წინ. საქართველო ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·23:38

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
აიპრესი·22:57

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მზად ვარ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დავუთმო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მზად ვარ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დავუთმო
აიპრესი·22:26

იტალიური მედია: ჯორჯია მელონიმ ზელენსკის განუცხადა, რომ იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიძლება, გამოიხატოს იმ ინიციატივების მიღებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის იტალიისა და რეგიონის უსაფრთხოებას

იტალიური მედია: ჯორჯია მელონიმ ზელენსკის განუცხადა, რომ იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიძლება, გამოიხატოს იმ ინიციატივების მიღებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის იტალიისა და რეგიონის უსაფრთხოებას
აიპრესი·21:48

ლოჩოშვილის „კიოლნმა“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (ვიდეო)

ლოჩოშვილის „კიოლნმა“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (ვიდეო)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.