ორიგინალი
შსს: უცხოური მედიით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს
აიპრესი·09:56

შსს: უცხოური მედიით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს

27 ნოემბერი, 2026 · 09:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქალაქ ბათუმში იყვნენ მობილიზებულნი.

გულშემატკივართა მსვლელობისა და უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. სამართალდამცველები განაწილებული იყვნენ როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი.

ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.

სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. შსს: უცხოური მედიით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·10:25

შალვა პაპუაშვილი: ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ევროკავშირს მმართველი ძალა ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს

შალვა პაპუაშვილი: ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ევროკავშირს მმართველი ძალა ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს
აიპრესი·10:18

რუსთავში ნაპოვნი ბუ და "წითელი ნუსხით" დაცული 3 გადარჩენილი ბუხრინწა ველურ ბუნებაში დააბრუნეს

რუსთავში ნაპოვნი ბუ და "წითელი ნუსხით" დაცული 3 გადარჩენილი ბუხრინწა ველურ ბუნებაში დააბრუნეს
აიპრესი·10:12

აიაზმა-ნინოწმინდას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიპრესი·08:59

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.