ორიგინალი
ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
კვირა·12:12

ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27 ნოემბერი, 2026 · 12:12

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი სიტყვით გამოვიდა მერთა ფორუმზე, რომელიც UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის (UCCN) მე – 18 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, მაროკოს სამეფოს ქალაქ ესაუირაში გაიმართა.

მერების ფორუმზე – „კულტურის ინტეგრირება ტერიტორიულ განვითარებაში ინოვაციური პოლიტიკითა და მართვით“- ქსელის წევრი ქალაქების მერებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ხედვები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ფორმირებაში, ისაუბრეს პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე, კულტურისა და შემოქმედების როლზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.

დავით ერემეიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ქუთაისის მდიდარი კულტურული, შემოქმედებითი და ლიტერატურული მემკვიდრეობა გააცნო.

“UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთობლივი ინიციატივებით გავაძლიეროთ კულტურის როლი უკეთესი მსოფლიოს შექმნაში. კულტურა არ ცნობს საზღვრებს. ის აერთიანებს ადამიანებს, ქალაქებსა და ქვეყნებს; ქმნის დიალოგის შესაძლებლობას იქაც კი, სადაც განსხვავებული ისტორია, ენა და ტრადიციებია.

ქუთაისი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, განავითაროს პარტნიორობა ქსელის წევრ ქალაქებთან და საკუთარი გამოცდილებითაც შეიტანოს წვლილი საერთო მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული და კულტურული სახე, ამავე დროს გახდეს თანამედროვე, ინოვაციური და შემოქმედებითი ქალაქი, სადაც კულტურა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აერთიანებს საზოგადოებას და განსაზღვრავს მომავალს.”- განაცხადა საერთაშორისო ფორუმზე ქუთაისის მერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·12:26

გივი დავითაშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეის 43-ე სპეციალურ სხდომასა და რიგით მე-7 საჰაერო ტრანსპორტის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გივი დავითაშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეის 43-ე სპეციალურ სხდომასა და რიგით მე-7 საჰაერო ტრანსპორტის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კვირა·12:13

ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
კვირა·11:48

თბილისში, ხომლელის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ხომლელის ქუჩაზე ხანძარი იყო
კვირა·10:51

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.