ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი შეიჭრა – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განგაში გამოცხადდა
ლატვიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონის შეჭრის გამო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ლატვიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დრონი 27 ნოემბრის ღამეს, ლუძის მუნიციპალიტეტის თავზე, ქვეყნის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით შეიჭრა.
ინციდენტის საპასუხოდ გააქტიურდა ნატოს საჰაერო პატრულირების მისია. ასევე, ლატვიის სამხედროებმა დრონის ჩამჭერი აპარატი გამოიყენეს.
საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილება თავდაპირველად ლუძის მუნიციპალიტეტში გავრცელდა, მოგვიანებით კი ბალვის მუნიციპალიტეტშიც გამოცხადდა.
განგაში მალევე გაუქმდა. ამ დროისთვის უცნობია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა დრონი. მისი წარმომავლობის დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
