ორიგინალი
გერმანიის ოპოზიციური პარტია უკრაინელი ლტოლვილებისთვის საზღვრების ჩაკეტვისა და მათი სამშობლოში დაბრუნების ინიციატივით გამოდის
კვირა·00:21

გერმანიის ოპოზიციური პარტია უკრაინელი ლტოლვილებისთვის საზღვრების ჩაკეტვისა და მათი სამშობლოში დაბრუნების ინიციატივით გამოდის

28 ნოემბერი, 2026 · 00:21

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წინადადებით გამოდის, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტოს, ხოლო ისინი, ვინც უკვე გერმანიაში იმყოფებიან – უკრაინაში დააბრუნონ.

ეს განცხადება ბუნდესტაგში AfD-ის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის მოადგილემ და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა მარკუს ფრონმაიერმა გააკეთა.

„ჩვენ საზღვრებს ჩავკეტავთ. მე გერმანელი პოლიტიკოსი ვარ. უკრაინაში არსებული პრობლემების მოგვარება ჩემი პასუხისმგებლობა არ არის“, – განაცხადა მან, რასაც გაზეთი Bild-ი ციტირებს.

ფრონმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია მხარს უჭერს გერმანიაში მყოფი ყველა უკრაინელის სამშობლოში დაბრუნებას; მისი თქმით, ეს ქვეყანას საზღვრების დაცვის საშუალებას მისცემს.

სტატისტიკური სააგენტო „ევროსტატის“ მონაცემებით, გერმანიაში დაახლოებით 1,3 მილიონი უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედს შეადგენს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. გერმანიის ოპოზიციური პარტია უკრაინელი ლტოლვილებისთვის საზღვრების ჩაკეტვისა და მათი სამშობლოში დაბრუნების ინიციატივით გამოდის

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.