ორიგინალი
პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში; ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს
კვირა·22:30

28 ნოემბერი, 2026 · 22:30

“ჩვენ თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში.

„რაც შეეხება სასამართლოს. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებოდით ხოლმე შესაბამის ადამიანებს, მათ შორის უცხოელ პარტნიორებს – აბა მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება დადგა – სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული – მოგვიტანეთ. ამ საქმეებს არ გვაძლევდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საქმეები იქნება და ნებისმიერ ქვეყანაშია ასეთი საქმეები, შორს წაგვიყვანს ეს დისკუსია, მაგრამ ვერ მოჰქონდათ ვერც ერთი საქმე. უფრო მეტიც, იყო არაერთი პოლიტიკურად საინტერესო საქმე, მათ შორის ამ უცხოელებისთვის და მათი მეგობარი რადიკალური პარტიებისთვის, რომლებიც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში. ყველაზე ცნობილი მინდა შეგახსენოთ: „რუსთავი 2“-ის საქმე. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ჩართული იყო ამაში, ვისაც არ ეზარებოდა, ელჩები, NGO-ები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, მათი მედიასაშუალებები და ა.შ. ყველა გამოვიდა და დაგმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და შემდეგ ამ პოლიტიკური პროცესების საფუძველზე მიაღებინეს დროებითი ზომაც კი სტრასბურგის სასამართლოს. იმხელა აჟიოტაჟი შექმნეს, რომ სტრასბურგის სასამართლო იძულებული გახდა მიეღო დროებითი ზომა გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით. თუმცა აქედან დაახლოებით ორ წელიწადში, თუ არ ვცდები, გამოვიდა სტრასბურგის სასამართლო და დაადასტურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე ადამიანები, რომლებიც აქციებს აწყობდნენ უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ, შემდეგ გამოდიოდნენ და ამ მოსამართლეთაგან ზოგიერთს გმირებად აცხადებდნენ პირდაპირ, და შემდეგ ამერიკაში დადიოდნენ ეს მოსამართლეები გრანტებით და მივლინებებით და ა.შ. გმირებად გამოაცხადეს ის მოსამართლეები, რომლებზეც მანამდე ამბობდნენ, რომ ამათ მიიღეს თურმე უსამართლო გადაწყვეტილება. ანალოგიურად, არაერთი საქმე წავიდა, გვარამიას საქმე იყო, თუ არ ვცდები, მელიას საქმე, ერთი, მეორე, მესამე, რაც აინტერესებდათ პოლიტიკურად. ყველა საქმე წააგეს. ყველა საქმე წააგეს, რაც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში.

აქედან რა ჩანს – ერთი, რომ ჩვენთან ვერ მოაქვთ საქმეები, პრობლემური საქმეები, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენ თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; და ასევე საზოგადოების ნდობა. ჩვენ ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა: ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს. დანარჩენი რა არის, დანარჩენი არის მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციები და მცდელობა, პოლიტიკური მოტივით შეზღუდონ ჩვენი სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში; ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს

თემა: სასამართლოს

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • რუსთავი 2·12:20
    "საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი" - გურამ მაჭარაშვილი
  • პრაიმტაიმი·12:17
    "საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი" - გურამ მაჭარაშვილი
  • BPN·16:45
    სულხან თამაზაშვილი - სასამართლო იმსჯელებს, შესაძლოა მათ გარკვეული პერიოდით ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოთ
  • ინტერპრესნიუსი·16:38
    სულხან თამაზაშვილი - ადმინისტრაციულად დაკავებულები გავათავისუფლეთ - ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და ყველა ფაქტზე დადგება შედეგი - სასამართლო იმსჯელებს, შესაძლოა მათ გარკვეული პერიოდით ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოთ
სასამართლოსპრემიერიხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·22:24

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ
კვირა·22:23

ირაკლი კობახიძე: კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა, ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია „იმედში“ და „რუსთავი 2“ წაართვეს საკუთარ მფლობელს, მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია

კვირა·22:10

პრემიერი: ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით, იმავეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით გამჭვირვალობის კანონს, რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას

კვირა·22:08

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.