გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა; ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ოპოზიციის 28 ნოემბრის აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მობილიზაციისა და ხმაურიანი კამპანიის მიუხედავად, ,,ნაცრადიკალებმა” მხოლოდ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლეს.
აბაშიძის შეფასებით, აქციის შედეგი ოპოზიციის დაბალ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე მიუთითებს. ამასთან, ორგანიზატორებმა საკუთარ რიგებში ერთიანობის შენარჩუნებაც ვერ მოახერხეს.
„ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება.
ვერაფრით შეიგნეს, რომ საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა უკიდურესად დაბალია და ვერც ორთვიანი სამზადისი და ვერც ხმაურიანი კამპანია ამ რეალობას ვერ შეცვლის. რამდენიმე ათასის შეკრება პოპულარობას არ ნიშნავს — მით უმეტეს, როცა საზოგადოებას უშინაარსო ბოროტი ჯამბაზების წარმოდგენას სთავაზობ.
და ეს ყველაფერი მაშინ, როცა საკუთარ რიგებშიც ვერ ახერხებენ ერთიანობის შენარჩუნებას. აქციის „კონცერმაისტერის“ კანდიდატებსა და სააკაშვილის ბანერებზეც კი ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ხელისუფლების შეცვლას აპირებენ, მაგრამ საკუთარ რიგებში ელემენტარულ შეთანხმებასაც ვერ ახერხებენ. ერთმანეთში ვერ გარკვეულან და ქვეყანას როგორ მართავენ?“ – წერს აბაშიძე.
