მსჯავრდებულებსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართა
სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას სისტემატურად ახორციელებს.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, ამჯერად, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა.
“შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს.
პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ემსახურება”, – წერია ინფორმაციაში.
