ორიგინალი
რას აცხადებენ მისნკში გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებებზე?
კვირის პალიტრა·18:52

რას აცხადებენ მისნკში გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებებზე?

25 ნოემბერი, 2026 · 18:52

გალუზინისა და ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.

ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია შინაარსიანი მოლაპარაკებების გამო, რაზეც ინფორმაცია ქართული და რუსული მხარისგან მიიღო. ასევე, რიჟენკოვი ახსენებს "პროგრესს", რომელმაც მისი თქმით, "შესაძლებელი გახადა" მოლაპარაკებების უკვე დედაქალაქებში გადატანა.

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ძალიან ხანგრძლივი და საკმაოდ შინაარსიანი მოლაპარაკებების დროს - ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან - მხარეებმა საკმაო პროგრესს მიაღწიეს ორმხრივი ნდობის გაძლიერებაში, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა”, - აცხადებს რიჟენკოვი.

მისივე თქმით, ყველაზე სანდო სწორედ დედაქალაქებში მოლაპარაკებებია.

„რადგან არაფერი არ არის უფრო კარგი და, სიმართლე გითხრათ, სანდო, ვიდრე დედაქალაქებში მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონემდე მიდიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და პრობლემების განხილვა, რომლებიც აღელვებთ,” - განაცხადა რიჟენკოვმა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის პირველი შეხვედრა შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. რას აცხადებენ მისნკში გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებებზე?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·20:24

"მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში" - რას ამბობს ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ბიძაზე?

"მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში" - რას ამბობს ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ბიძაზე?
კვირის პალიტრა·17:57

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში "შეგზავნილ პროკურორებზე" და "საპროცესო გარიგებით ნაყიდ მოწმე-მძევლებზე" - "სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული"

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში "შეგზავნილ პროკურორებზე" და "საპროცესო გარიგებით ნაყიდ მოწმე-მძევლებზე" - "სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული"
კვირის პალიტრა·17:54

რა ეღირება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ახალი დეკორაციები?!

რა ეღირება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ახალი დეკორაციები?!
კვირის პალიტრა·17:51

რას ამბობს სერგეი ლავროვი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე?!

რას ამბობს სერგეი ლავროვი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.