ორიგინალი
"შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის" - რასა იუკნევიჩიენე
კვირის პალიტრა·23:42

"შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის" - რასა იუკნევიჩიენე

25 ნოემბერი, 2026 · 23:42

შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე. ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა საქართველოში დაკავებული პირების, მათ შორის 71 წლის საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობასა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე ისაუბრა.

იუკნევიჩიენე ევროკავშირს იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, ვინც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის შეფერხებაზეა პასუხისმგებელი.

“პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.

გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.

მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ მთელს ცხოვრებაზე და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.

ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენს ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის" - რასა იუკნევიჩიენე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·00:28

"საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა

"საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა
კვირის პალიტრა·00:07

"პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ" - რა თქვა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ?

კვირის პალიტრა·23:04

ინფლუ­ენ­სერ­მა მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვლმა ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს უჩივ­ლა

ინფლუ­ენ­სერ­მა მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვლმა ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს უჩივ­ლა
კვირის პალიტრა·22:33

"სო­ფოს ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა... ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში მა­ინც სწე­რენ და უყ­ვე­ბი­ან ათას­გვარ მავ­ნებ­ლო­ბას" - რას წერს ჟურნალისტი თათია გამთენაძე?

"სო­ფოს ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა... ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში მა­ინც სწე­რენ და უყ­ვე­ბი­ან ათას­გვარ მავ­ნებ­ლო­ბას" - რას წერს ჟურნალისტი თათია გამთენაძე?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.