ორიგინალი
ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!
კვირის პალიტრა·00:14

ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!

27 ნოემბერი, 2026 · 00:14

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, რომელთა რიგებში საზონოვი ძირითდ შემდგენლობაში იყო - რისკოს დარტყმული მაკარიძემ მოიგერია. შემდეგ შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ კაფეს გატანა სორიამ არ დაანება. მერე ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი ქობულაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და იბერიელები დააწინაურა. კორღალიძის შეგირდები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველი ტაიმი დამსახურებულად, 1:0 მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი „იბერია 1999“-მა აქტიურად დაიწყო, ძაგანიას თავური სორიამ მოიგერია. 57-ე წუთზე მეკარემ სელიმოვიჩის დარტყმულიც მოიგერია, ხოლო ქარდავამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ცოტა ხანში ძაგანიასთან უხეშობის გამო შეცვლაზე შესულმა მანგალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მაინც შემოგვიტია მეტოქემ, გუდელის დარტყმული კარის ხაზიდან ჯინჯოლავამ გამოიტანა. კუციას, კაფეს და ტრავმირებული ქობულაძის ნაცვლად მოედანზე ალხასანი, ენდე და ბოჭორიშვილი შევიდნენ. დადიანმაც ტრავმა მიიღო და ის კულიევმა შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და თბილისურმა გუნდმა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

"იბერია 1999“ 4 ქულით 23-ე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს სახლში „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·22:50

"ბეშიქთაშის" გულშემატკივარი ბათუმში, მატჩის მიმდინარეობისას, საკაცით გაიყვანეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?

"ბეშიქთაშის" გულშემატკივარი ბათუმში, მატჩის მიმდინარეობისას, საკაცით გაიყვანეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?
კვირის პალიტრა·21:36

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც თურქეთი-ისრაელის მიმდინარე მატჩის გამო? - ვიდეო

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც თურქეთი-ისრაელის მიმდინარე მატჩის გამო? - ვიდეო
კვირის პალიტრა·21:16

დაპირისპირება ბათუმის სტადიონთან, სადაც ბეშიქთაშის ფანები არიან შეკრებილები - რა ვიდეო ვრცელდება?

დაპირისპირება ბათუმის სტადიონთან, სადაც ბეშიქთაშის ფანები არიან შეკრებილები - რა ვიდეო ვრცელდება?
კვირის პალიტრა·19:53

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.