"მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას" - რა განცხადებას ავრცელებს საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში”
მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ბათუმში გამართული უეფას ევროპის ლიგის მატჩის წინ და მიმდინარეობისას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში” აქვეყნებს.
კლუბის მტკიცებით, როდესაც შეიტყვეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლაში ხელს უშლიდნენ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ უეფას დელეგატს და უზრუნველყვეს სტადიონის საევაკუაციო ჭიშკრების გახსნა, რამაც გულშემატკივრებს სტადიონზე “სწრაფად და უსაფრთხოდ შესვლის საშუალება მისცა”.
“ვაცხადებთ, რომ გადაიდგა ნაბიჯები ჩვენს გენერალურ საკონსულოსთან ბათუმში და უეფასთან უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ, რომ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, სანამ თითოეული ჩვენი გულშემატკივარი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განაგრძეთ კითხვა
