"ვაცხადებ, რომ ბატონი ტარიელი ერთგულად მიცავდა" - რატომ შეიცვალა ნატა ვიბლიანმა ტარიელ კაკაბაძეზე შეხედულება?
ნატა ვიბლიანი ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიმართ შეხედულებას იცვლის და წერს, რომ შეცდომაში შეიყვანეს:
"საღამო მშვიდობისა!მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი. გარკვეული საკითხები განვიხილეთ და ბევრი რამ გავარკვიეთ.ამ საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ კაკაბაძის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. შემიყვანეს შეცდომაში!მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ბატონ ტარიელს ჩემთვის არ უღალატია და მისთვის ადვოკატის უფლებამოსილება არ შემიწყვეტია.ჩემი აზრით, მას მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა გაეგრძელებინა. როცა მას დავუფიქსირე აცილება, ის იძულებული იყო საქმეს ჩამოცილებოდა. ის თავისი სურვილით არ გასულა საქმიდან, მე ავიცილე შეცდომით. კვლავ ვაცხადებ, რომ ბატონი ტარიელი ერთგულად მიცავდა. დღეს კი ვისურვებდი, კვლავ ჩაერთოს ჩემს საქმეში და გააგრძელოს ის სამართლებრივი საქმიანობა, რომელიც საჭიროა სიმართლის დასადგენად.მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა სხვისი გავლენით.მადლობა ბატონ ტარიელს გულწრფელი საუბრისა და გარკვეული საკითხების განმარტებისთვის" - წერს ვიბლიანი.
