მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - სამინისტრო - Netgazeti
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - სამინისტრო - Netgazeti

მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - სამინისტრო - Netgazeti

ნეტგაზეთი30 აპრილი, 2026, 14:03|netgazeti.ge

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

იანვარ-მარტში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტმა 1,723.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-იანი ზრდაა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ამავე პერიოდში 75.1%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის და გლობალურად ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, 2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0,5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა – 829.8 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • რა ფუნქციები და ბიუჯეტი ჰქონდა რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელმაც 1 წელი იარსებაBM.GE
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი