მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სომხეთი შესაძლოა რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ცენტრად იქცეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი - Netgazeti
სომხეთი შესაძლოა რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ცენტრად იქცეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი - Netgazeti

სომხეთი შესაძლოა რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ცენტრად იქცეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი - Netgazeti

ნეტგაზეთი5 მაისი, 2026, 11:31|netgazeti.ge

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთი შესაძლოა რეგიონში ახალი სავაჭრო მარშრუტების ჰაბად ჩამოყალიბდეს.

„არმენპრესის“ ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ამის შესახებ ერევანში, სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპისთვის ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სწორედ სომხეთზე გადის, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს მარშრუტი ომის გამო ჩაკეტილი იყო.

„ახლა თქვენ ამას ცვლით მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული გაბედული არჩევანისა და ევროპულ ქსელებში მეტი ინტეგრაციის წყალობით. ამის დამსახურებით სომხეთი შეიძლება გახდეს ახალი სავაჭრო გზების რეგიონული ცენტრი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი მზად არის სომხეთთან თანამშრომლობა გააღრმაოს როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხეთსა და ევროპას შორის ყოველთვის არსებობდა განსაკუთრებული კავშირი.

„მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო ისტორია და კულტურა, არა მხოლოდ ჩვენი უძველესი კავშირები, არამედ ის შესაძლებლობებიც, რომლებიც წინ გველის“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორც ფონ დერ ლაიენი ამბობს, დღეს სომხეთი და ევროკავშირი ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.

მანვე ყურადღება გაამახვილა სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში არსებულ პოზიტიურ პროგრესზე.

ფონ დერ ლაიენმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ევროკავშირის „Global Gateway“ სტრატეგიის ფარგლებში, სომხეთში ინვესტიციებისთვის უკვე გათვალისწინებულია 2.5 მილიარდი ევრო.

„უკრაინიდან ირანამდე მთელი რეგიონი ომებით ირყევა, მაშინ როდესაც აქ, სამხრეთ კავკასიაში, სხვა ისტორია და სხვა ვითარებაა. ახალი კონფლიქტების ეპოქაში თქვენ აშუშებთ ძველ ჭრილობებს და ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ, რათა ვაჩვენოთ, რომ მშვიდობას კეთილდღეობა მოაქვს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის ჩამოყალიბების ისტორია, როდესაც წარსულში მტერმა ქვეყნებმა სავაჭრო კავშირების დამყარების გზით შეძლეს მეგობრობის დამკვიდრება და რეგიონში მშვიდობის მოტანა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენიმედი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ნეტგაზეთი

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი