მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. გდდ-ის ყოფილი შეფის თქმით, დაკავებული სპეცრაზმელები "ჩაუშვეს" და "გაწირეს" - Netgazeti
გდდ-ის ყოფილი შეფის თქმით, დაკავებული სპეცრაზმელები "ჩაუშვეს" და "გაწირეს" - Netgazeti

გდდ-ის ყოფილი შეფის თქმით, დაკავებული სპეცრაზმელები "ჩაუშვეს" და "გაწირეს" - Netgazeti

ნეტგაზეთი8 მაისი, 2026, 11:59|netgazeti.ge

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება} ამბობს, რომ დაკავებული სპეცრაზმელები “გაწირეს”. ხარაზიშვილს ვერსიით, ისინი “ჩაუშვა” უშუალოდ სისტემაში დასაქმებულმა პირმა.

“ჩაშვებულია, აბა, რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს, ახლა, ხო, ხელს რომ იშვერენ. თვითონ თბილად იყოს და სხვა გაიწიროს – ალბათ ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა. ეს ბიჭები ახლა რა შუაში იყვნენ?!”, – უთხრა მან TV პირველს.

ხარაზიშვილი ირწმუნება, რომ მისთვის მოქალაქეების ცემის ბრძანება არავის მიუცია და არც პირადად მას გაუცია მსგავსი ბრძანება მასზე დაქვემდებარებულებისთვის.

“18 წელი ვიყავი მე სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი. გეუბნები, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს, არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია – ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემე. კარგად იცით, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე და რამდენი მთავრობა. არც დღეს ყოფილა მსგავსი რამე. კიდევ გეუბნებით – იყო დანაშაული? იყო გადაცდომა? მზად ვარ, პასუხი ვაგო მე პირადად ყველაფერზე. არც მე არ გამიცია ასეთი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და მსგავსი რამეები, რაც იყო ცუდი, გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არავის არ დაუვალებია. არც სასიამოვნო მოსასმენი არაა ეგ, რომ მეკითხებიან – “იყო ეგეთი ბრძანება?” არ იყო. არაფერი ბრძანება არ ყოფილა”, – განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ შეძლებს ამ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება. თუმცა ხარაზიშვილმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა:

“არ ვიცი, იდენტიფიცირება მოხდა, რო? მასკიანი ადამიანი … კარგად ხედავდით, როგორ იყო შენიღბული, თავის ფორმა-აღჭურვილობა როგორ ჰქონდა”, – თქვა მან.

2024 წელს აქციების დარბევის დროს ზვიად ხარაზიშვილი ამბობდა, რომ “სია ჰქონდა” და “არაკაცებს სცემდა”. გარდა ამისა, აქციაზე სპეცრაზმელების მიერ დაკავებული არაერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას უშუალოდ “ხარებას” მითითებით სცემდნენ, ნაცემს ფოტოებს უღებდნენ და ხარებას უგზავნიდნენ. ნაცემი მოქალაქეები იხსენებდნენ, რომ “ხარება” პირადად ურეკავდა სპეცრაზმელებს და ეკითხებოდა, შეასრულეს თუ არა ბრძანება.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ხარაზიშვილი აქციების დარბევის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციითიმედი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლესBM.GE
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათტვ პირველი
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ნეტგაზეთი

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი