მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს - Netgazeti
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს - Netgazeti

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს - Netgazeti

ნეტგაზეთი10 მაისი, 2026, 12:55|netgazeti.ge

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ეს მუხლი ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, ან შინაპატიმრობის გარდა 1 წლამდე ციხესაც ითვალისწინებს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, გამოიკითხა თუ არა სავარაუდო თავდამსხმელი.

გელა მთივლიშვილმა მასზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა გუშინ, 9 მაისს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა “ღია სივრცის” დასრულების შემდეგ თავს დაესხა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე. მთივლიშვილი და მარგებაძე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ერთად ისხდნენ და საქართველოში ჰესების მშენებლობასა და მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.

მთივლიშვილის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს სახეზე. პოლიციას თავად ჟურნალისტმა მიმართა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი