მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი - ზურაბიშვილი - Netgazeti
ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი - ზურაბიშვილი - Netgazeti

ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი - ზურაბიშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი11 მაისი, 2026, 21:20|netgazeti.ge

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება შიო მესამის პატრიარქად არჩევას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისურვებდა, რომ ახალ პატრიარქს პირველი ნაბიჯი სინდისის პატიმრების შესაწყალებლად გადაედგა.

„არ შეიძლება დღევანდელ დღეს არ გამოვეხმაურო ახალი პატრიარქის არჩევას, მივულოცო და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს გზა, რაც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია.

ამისთვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი – პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი და ამით შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მიტროპოლიტი შიო ახალ პატრიარქად 22 ხმით აირჩიეს. მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა.

როგორც შიო მესამემ განაცხადა, მისი ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდება.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი