მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ნეტგაზეთს რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას "გზის გადაკეტვის" საქმის წარმოება შეწყდა - Netgazeti
ნეტგაზეთს რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას "გზის გადაკეტვის" საქმის წარმოება შეწყდა - Netgazeti

ნეტგაზეთს რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას "გზის გადაკეტვის" საქმის წარმოება შეწყდა - Netgazeti

ნეტგაზეთი20 მაისი, 2026, 14:19|netgazeti.ge

ნეტგაზეთის რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს სიტყვიერად არ განუმარტავს ამ გადაწყვეტილების საფუძველი. მის დასაბუთებას სამოტივაციო წერილის ჩაბარების შემდეგ გაგაცნობთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიძარიას ედავებოდა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას. უფრო ზუსტად, უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ძიძარია 2026 წლის 31 იანვარს, საღამოს, პროევროპული აქციის მიმდინარეობისას, იდგა რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე და ხელს უშლიდა ტრანსპორტის გადაადგილებას.

სადავო ეპიზოდის დროს ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა მიმდინარე პროტესტს. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა კამერა, ეკეთა ჟურნალისტის ბარათი და მხარზე დამაგრებული ჰქონდა პრესის ნიშანი.

ამ საქმეზე პირველი სხდომა 27 მარტს გაიმართა, თუმცა დაწყებისთანავე გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. დღევანდელ სხდომაზე შსს-მ წარადგინა 112-ის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ძიძარიას გადაადგილება 31 იანვარს, საღამოს საათებში, შაბათის ტრადიციული მარშის შემდეგ მიმდინარე პროევროპულ აქციაზე, პარლამენტის წინ. თუმცა მან მაინც ვერ შეძლო მარიამ ძიძარიას სამართალდარღვევის დასაბუთება.

თორნიკე კაპანაძე განიხილავდა ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას იდენტურ საქმესაც. კუპრავასა და ძიძარიას საქმეებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა – თუ ძიძარია 31 იანვრის შაბათის მარშს აშუქებდა, კუპრავას შემთხვევაში შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი 7 მარტის შაბათის მარშის დროს გადაღებული ვიდეოკადრების საფუძველზე შეადგინა. 2 აპრილს მოსამართლე კაპანაძემ მარიამ კუპრავას საქმის წარმოება შეწყვიტა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ჩინეთმა ჩიპების საწარმოო მოწყობილობის წარმოება დაიწყო, რამაც ჰოლანდიური ASML-ის აქციები 5.8%-ით შეამცირაBM.GE
  • დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციაიმედი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი