მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ოცნება“ ცვლის კანონს, რითაც ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება - Netgazeti
„ოცნება“ ცვლის კანონს, რითაც ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება - Netgazeti

„ოცნება“ ცვლის კანონს, რითაც ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება - Netgazeti

ნეტგაზეთი27 მაისი, 2026, 13:41|netgazeti.ge

„ქართულ ოცნებას“ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, რომლითაც მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება.

კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოჭორიშვილი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს რამდენიმე დღეში მიიღებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას, მიზანშეწონილია, მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით გამოსწორდა ხარვეზი და 34-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მაკა ბოჭორიშვილისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება მისთვის ხელფასის გაზრდასაც გამოიწვევს, კერძოდ, რანგის შესაბამისი დანამატის სახით მისი ოფიციალური ანაზღაურება ყოველთვიურად 1 360 ლარით გაიზრდება. ამჟამად ბოჭორიშვილის ხელფასი 13 600 ლარია.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამებში სამ თვეში $346 000 დაიხარჯა – 81% "ოცნებაზე" მოდის | ISFEDBM.GE
  • დავით მათიკაშვილი ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე: სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამით პრაქტიკულად ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ დააყენა, უკან იწვევენ ამ აღიარებებსიმედი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი