მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფაშინიანმა უპასუხა ЕАЭС ლიდერებს, რომ რეფერენდუმს ევროკავშირზე ჯერ არ ჩაატარებს - Netgazeti
ფაშინიანმა უპასუხა ЕАЭС ლიდერებს, რომ რეფერენდუმს ევროკავშირზე ჯერ არ ჩაატარებს - Netgazeti

ფაშინიანმა უპასუხა ЕАЭС ლიდერებს, რომ რეფერენდუმს ევროკავშირზე ჯერ არ ჩაატარებს - Netgazeti

ნეტგაზეთი2 ივნისი, 2026, 10:33|netgazeti.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

როგორც არმენპრესი წერს, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის ფარგლებში, კავშირის წევრი ოთხი ქვეყნის – რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება ორგანიზაციაში სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მათ სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გასაკეთებლად.

ამ განცხადების საპასუხოდ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი გააგრძელებს მუშაობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში იქამდე, სანამ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება გარდაუვალი არ გახდება.

„ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ჩვენ ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას იმ მომენტამდე, როდესაც ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება გარდაუვალი გახდება, ხოლო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, სომხეთის რესპუბლიკის ხალხმა რეფერენდუმის გზით უნდა მიიღოს“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად მსგავსი რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესი ჯერ არ იმყოფება იმ ფაზაში, როდესაც მოქალაქეებისთვის მკაფიო არჩევანის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

„სანამ სომხეთს ოფიციალურად არ მიუმართავს ევროკავშირის წევრობისთვის ან სანამ ქვეყანა ძალიან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რაიმე რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულია, თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა კი, რა თქმა უნდა, არც ისე გონივრული, სწორი და დასაბუთებულია“, – თქვა ფაშინიანმა.

მისივე განცხადებით, სომხეთი მშვიდ და პარტნიორულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

„შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდად, აუღელვებლად, ზედმეტი ნერვიულობისა და კამათის გარეშე მუშაობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს პოტენციალი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოვიყენებთ“, – განაცხადა მან.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონშიBM.GE
  • ცოტნე ანანიძე სააკაშვილის გაცხადებაზე: ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?იმედი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი