მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში

BM.GE30 ივლისი, 2026, 18:22|bm.ge

აგვისტოდან „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადადის. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, განახლებულ საპრიზო ფონდს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს.

თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო მოთამაშეები უკვე ძალიან წინ არიან, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახალი ციკლი სწორედ იმისთვის იწყება, რომ ყველას ახალი შანსი მიეცეს.

მონეტების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა კი, შესაძლოა, იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე წარმოგიდგენია.

საქართველოში თიბისის მობაილბანკს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ კოლეგებს, დიდი ალბათობით, მობაილბანკი უკვე აქვთ, თუმცა შესაძლოა „საგანძურის მარათონში“ ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩართულები.

თუ მათ თამაშში მოიწვევ, 350 მონეტას მიიღებ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა მონეტების დასაგროვებლად, მისიების შესასრულებლად და ლიდერბორდზე უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად.

თუმცა, „საგანძურის მარათონში“ მხოლოდ პირადი შედეგი არ წყვეტს ყველაფერს.

თამაშის მთავარი საიდუმლო გუნდურობაშია. თითოეული მონეტა, რომელსაც აგროვებ, არა მხოლოდ შენს, არამედ შენი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება. სწორედ ამიტომ, ძლიერი გუნდი ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ ფინალში გახვიდე და 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლო.

მონეტების დაგროვების კიდევ ერთი შესაძლებლობა შაბათ-კვირის ბონუს აქტივობებია. სახალისო და ინტელექტუალური ქვიზები დამატებითი მონეტების მიღების საშუალებას გაძლევს და ამავე დროს, კვირის ლიდერის ტიტულისა და 2 000-ლარიანი პრიზის მოპოვების შანსსაც ზრდის.

აქვე, არ დაგავიწყდეს მარტივი, თუმცა ოქროს წესი - შედი თამაშში ყოველდღე. ყოველდღიური აქტივობა უწყვეტი სერიისთვის დამატებით მონეტებს გაძლევს და მიზანთან კიდევ უფრო გაახლოებს.

აგვისტო ახალი თავგადასავლის დასაწყისია. ახლა საუკეთესო დროა მოიწვიო მეგობრები, შეასრულო მისიები და დაგროვილი მონეტებით არა მხოლოდ პირადი ლიდერბორდი, არამედ საკუთარი საგვარეულოც გამარჯვებამდე მიიყვანო.

გახსენი თიბისის მობაილბანკი და შეუერთდი „საგანძურის მარათონის“ ახალ ეტაპს - ყველაზე საინტერესო ბრძოლა ახლა იწყება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში — ტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე სააკაშვილის გაცხადებაზე: ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას? — იმედი
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდება — ნეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალეს — რუსთავი 2
ლიდერი →გახდა →

მსგავსი სტატიები

როგორ იქმნება საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის საუკეთესო შეთავაზებები

როგორ იქმნება საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის საუკეთესო შეთავაზებები

BM.GE

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

BM.GE

WB-ის $35-მილიონიანი მხარდაჭერა ხაზს უსვამს საბანკო რეზოლუციის საიმედო ჩარჩოს მნიშვნელობას - თურნავა

WB-ის $35-მილიონიანი მხარდაჭერა ხაზს უსვამს საბანკო რეზოლუციის საიმედო ჩარჩოს მნიშვნელობას - თურნავა

BM.GE

რაში ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში ყველაზე მეტს?|სტატისტიკა

რაში ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში ყველაზე მეტს?|სტატისტიკა

BM.GE