მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება - Netgazeti
11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება - Netgazeti

11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება - Netgazeti

ნეტგაზეთი5 ივნისი, 2026, 13:11|netgazeti.ge

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა 11 ივნისს, ბრიუსელშია დაგეგმილი.

ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ბოლო, მერვე ანგარიშის თანახმად, საქართველომ არ შეასრულა თითქმის არცერთი რეკომენდაცია და შესაძლოა, სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ამჟამად ინარჩუნებს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებს 26 ისეთ ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, და 2022 წლის შემდეგ სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, კომისიის შეფასებით, 2024 წელს საქართველომ უკუსვლა განიცადა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო შესვლის უფლების მინიჭებით.

ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ საქართველო აგრძელებს ისეთი სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც არსებითად განსხვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან, რაც განსაკუთრებით გამოიხატება იმ 17 ქვეყნის მოქალაქეების დაშვებაში (რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში), მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე“.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველო განაგრძობს იმ კრიტერიუმების დარღვევას, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ მინიჭებულ უვიზო რეჟიმს.

ამ უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, კომისია განიხილავს „შესაბამისი ზომების მიღებას ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში“.

ევროკომისიამ მიმდინარე წლის მარტში აამოქმედა ვიზების შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში და ვიზები დაუწესა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.

ასევე, მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი ქვეყნების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა დაეხმაროს მათ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში.

სახელმძღვანელო მითითებები რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის საზღვრების გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნით მგზავრობისას უნდა გამოიყენონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. ამ წესის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

ევროკომისიის განცხადებით, წევრმა ქვეყნებმა ასევე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის შემოწმება ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS), შენგენის საინფორმაციო სისტემა (SIS) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლის/გასვლის სისტემა (EES), რომელიც ეტაპობრივად ინერგება ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან, კომისიის თანახმად, ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოების სკრინინგის დამატებით ფენას.

დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება. თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხები არ იქნება მოგვარებული, კომისიას შეუძლია გააგრძელოს შეჩერების ვადა კიდევ 24 თვემდე. კომისიას ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელებაზე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“გაეროს რეზოლუცია ვერ შეცვლის არსებულ რეალობას” – სოხუმი

“გაეროს რეზოლუცია ვერ შეცვლის არსებულ რეალობას” – სოხუმი

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

“აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ” – ზახაროვა

“აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ” – ზახაროვა

ნეტგაზეთი