მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. პაპუაშვილი მედიის აკრედიტაციის წესს ამკაცრებს და ევროპარლამენტში არსებულ სისტემას იმიზეზებს - Netgazeti
პაპუაშვილი მედიის აკრედიტაციის წესს ამკაცრებს და ევროპარლამენტში არსებულ სისტემას იმიზეზებს - Netgazeti

პაპუაშვილი მედიის აკრედიტაციის წესს ამკაცრებს და ევროპარლამენტში არსებულ სისტემას იმიზეზებს - Netgazeti

ნეტგაზეთი8 ივნისი, 2026, 12:39|netgazeti.ge

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის შენობაში მედიის აკრედიტაციის წესს ამკაცრებს და ევროპარლამენტში არსებულ წესებს იმიზეზებს.

მას შემდეგ, რაც პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტში ერთი წლით შეზღუდვა დაუწესდა, პაპუაშვილმა საპასუხოდ დააანონსა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაშიც გაამკაცრებდა მედიის აკრედიტაციის წესებს.

დღეს, 8 ივნისს კი, პაპუაშვილმა ახალი წესები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტის მხრიდან პარლამენტის აკრედიტაციის წესების დარღვევა პირველ ჯერზე აკრედიტაციის 1-თვიან შეჩერებას, მეორე ჯერზე კი 1-წლიანს ითვალისწინებს. ასევე, პაპუაშვილის თქმით, „დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით“, შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით მთლიანად მედიას გაუუქმდეს.

„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან. ასე რომ, დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები ჩემს ბრძანებაში.

იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე 1 თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება 1 თვე და მეორე ჯერზე იქნება 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

მეორე, იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე ან 6 თვე. ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით. არსებითად ეს ორი საკითხია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ გადმოვიღოთ ეს გამოცდილება და პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა, ერთი მხრივ, დაახლოვდება, მაგრამ მაინც უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე ეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა.

მესამე საკითხი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის, ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რომ იყოს წინასწარი თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ, ამიტომ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
მედია →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ნეტგაზეთი

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი