მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა - Netgazeti
ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა - Netgazeti

ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა - Netgazeti

ნეტგაზეთი18 ივნისი, 2026, 15:53|netgazeti.ge

ყოფილმა სახალხო დამცველმა და ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა.

ლომჯარიას თქმით, საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედისა“ და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ „ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას“, რომლის ფარგლებშიც მას ქართველი ხალხის დასჯისა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნა მიაწერეს.

მისი განცხადებით, სარჩელი მხოლოდ მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას არ ეხება და ასახავს იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალებას.

„ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, ვის დააბრალონ მისი დაკარგვა“, – აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით, არ არსებობს არცერთი ფაქტი, მოწმე ან ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ოდესმე საქართველოს ევროპული მომავლის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ გამოუთქვამს პოზიცია.

ლომჯარია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ოპერაციაა.

განცხადებაში ლომჯარია აღნიშნავს, რომ გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას და მათთვის იმის მიწოდებას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კეთილდღეობას, თავისუფალ გადაადგილებას, ხარისხიან განათლებასა და ევროპულ შესაძლებლობებს.

„ეს ბრძოლა არც ჩემზეა და არც ცალკეულ ადამიანებზე. ეს ბრძოლა იმაზეა, როგორი ქვეყანა დარჩება ჩვენს შვილებს“, – წერს ნინო ლომჯარია.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი