მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საქართველო არ მიიწვიეს გაფართოებაზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრაზე - Netgazeti
საქართველო არ მიიწვიეს გაფართოებაზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრაზე - Netgazeti

საქართველო არ მიიწვიეს გაფართოებაზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი19 ივნისი, 2026, 13:40|netgazeti.ge

24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრა, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის.

გაფართოების საკითხზე პარლამენტთაშორის კომიტეტის შეხვედრას (ICM) ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET) მართავს ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან კოორდინაციით. ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, ეროვნული პარლამენტების წევრები, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, AFET-ის წევრებთან მოსაზრებებს გაცვლიან ორ თემაზე:

ევროკავშირის გაფართოება — იმპულსის გამოყენება პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა და მიმდინარე მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გაფართოების პროცესში ახალი დინამიზმი გააჩინა. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ამჟამად ათი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ადგას. ევროკავშირის პერსპექტივიდან გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული კანდიდატი ქვეყნების მოლოდინები და პროგრესი განსხვავებულია, ისინი ყველა შეფასებულია სამართლიანი და მკაცრი პირობითობის, საკუთარი დამსახურების პრინციპისა და შექცევადობის საფუძველზე“, — ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის მოსაწვევში.

შესაბამის სესიებზე მთავარი მომხსენებლები იქნებიან ევროკომისიის გაფართოების კოორდინაციის, სტრატეგიისა და ინვესტიციების დირექტორი მატიე ბუსკე და გლობალური მმართველობის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე და ლეიდენის უნივერსიტეტის უსაფრთხოების კვლევების პროფესორი, იოახიმ კუპსი.

შეხვედრის მონაწილეთა სიაში საქართველოს პარლამენტის წევრები არ არიან. კანდიდატი ქვეყნებიდან პარლამენტთაშორის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატები უკრაინიდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან და სერბეთიდან.

„ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციების შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არ მოგვეწვია საქართველოს წარმომადგენლები“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ევროპარლამენტში და მიუთითეს ბოლო ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი „ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს [საქართველოს] პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით“.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა – კვლევა

71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა – კვლევა

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

რუსეთი: სომხეთში არჩევნები დემოკრატიული არ ყოფილა, ბოლომდე ვერ ვაღიარებთ

რუსეთი: სომხეთში არჩევნები დემოკრატიული არ ყოფილა, ბოლომდე ვერ ვაღიარებთ

ნეტგაზეთი