მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები - პაპუაშვილი კრიტიკულ რეზოლუციებზე - Netgazeti
საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები - პაპუაშვილი კრიტიკულ რეზოლუციებზე - Netgazeti

საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები - პაპუაშვილი კრიტიკულ რეზოლუციებზე - Netgazeti

ნეტგაზეთი25 ივნისი, 2026, 09:17|netgazeti.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 25 ივნისს, ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკა საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფად შეაფასა.

„ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები.

ევროკავშირის სახელით და ევროპული ინტეგრაციის იდეის გამოყენებით, ევროპარლამენტმა პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, როცა ყოველ კვირაში ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობს ევროკავშირის გასაკრიტიკებლად, რატომ არ არის ასეთი თამამი და კრიტიკული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ყველა გამოწვევაზე სათანადო პასუხი და ინსტრუმენტი გამოიყენება.

„ჩვენ არათუ კრიტიკული, „ქართულმა ოცნებამ“ მივაღწიეთ იმას, რომ სტრასბურგმა დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, რაც ნიშნავს ოკუპაციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესის დაწყება „იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა“.

„სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში. ამისკენ გვიბიძგებდნენ – 2022 წელს რომ რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციაზე გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რაც იქნებოდა, ყველა ხვდებოდა, ბრიუსელში ისეთი სულელი არავინ არის, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და ამას რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას ოფიციალურად ჰქვია „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, თუმცა ყველა მიმართულებით დემოკრატიის უკუსვლასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობას შეეხება.

დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ რეზოლუციებში გამოხატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.

ასამბლეა აღნიშნავს, რომ წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოში შეუჩერებლად გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ.

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა დებატებზე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს შინაარსიან დიალოგს ევროპის საბჭოსთან და, ფაქტობრივად, არცერთ რეკომენდაციას არ ასრულებს.

რეპრესიული კანონები, პოლიტპატიმრები, განათლების რეფორმა, სადიგოვის გაძევება – რა საკითხები მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში PACE-მ საქართველოში დემოკრატიის უფუნქციობა შეაფასა

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ენმ: კრემლის ქმედებები ცხინვალში ანექსიაა, „ოცნების“ დუმილი კი – კაპიტულაცია

ენმ: კრემლის ქმედებები ცხინვალში ანექსიაა, „ოცნების“ დუმილი კი – კაპიტულაცია

ნეტგაზეთი

“COVID-19-ის პრევენციის” მიზნით აზერბაიჯანი კარანტინს აგრძელებს

“COVID-19-ის პრევენციის” მიზნით აზერბაიჯანი კარანტინს აგრძელებს

ნეტგაზეთი

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ერევანი ევროკავშირს ევრაზიულ კავშირს ამჯობინებს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ერევანი ევროკავშირს ევრაზიულ კავშირს ამჯობინებს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი