მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საიას შეფასებით, ოპოზიციის დევნის საქმეში უკვე ჩანს პოლიტიკური მდგენელის ნიშნები - Netgazeti
საიას შეფასებით, ოპოზიციის დევნის საქმეში უკვე ჩანს პოლიტიკური მდგენელის ნიშნები - Netgazeti

საიას შეფასებით, ოპოზიციის დევნის საქმეში უკვე ჩანს პოლიტიკური მდგენელის ნიშნები - Netgazeti

ნეტგაზეთი25 ივნისი, 2026, 15:24|netgazeti.ge

საია ეხმიანება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესების დაჩქარებულად დანიშვნას. ასევე, სხდომის დარბაზიდან ადვოკატების (ბექა ბასილაიას და დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევების და საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხს.

საიას შეფასებით, დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთი თვითნებური გამოყენება, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩინდეს.

“ამასთან, საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე ეს სისხლის სამართლის საქმე პროცესის წარმართვის მოდალობებშიც ავლენს პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს.

იმ პირობებშიც კი, რომ მოსამართლე თ. მახარობლიძემ საია, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებელი, პროცესებს არ დაასწრო მათი დახურვის შემდეგ, საია ამ საქმის მასალებს დეტალურად სწავლობს და საზოგადოებას მომავალში გააცნობს შესაბამის შეფასებას ამ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსობრივი და პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფაზე”, – აცხადებენ საიაში.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალი შემდეგი მუხლებით აქვთ წარდგენილი:

მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ელენე ხოშტარიას – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.

არცერთი პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს – ისინი წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკური დევნად აფასებენ.

8 ოპოზიციონერი ლიდერიდან აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არცერთს არა აქვს შეფარდებული – ხაზარაძე-ჯაფარიძეს აღმკვეთ ღონისძიებად მილიონ-მილიონი ლარის გირაო აქვთ შეფარდებული, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს- 30 000 ლარი, გრიგოლ ვაშაძეს- 30 000 ლარი.

უკვე პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა არ ყოფილა სასამართლოში, რადგან ისედაც პატიმრობაში არიან.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

PACE-მ რეზოლუცია მიიღო აზერბაიჯანში “კრიტიკული ხმების ჩახშობის” შესახებ

PACE-მ რეზოლუცია მიიღო აზერბაიჯანში “კრიტიკული ხმების ჩახშობის” შესახებ

ნეტგაზეთი

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ნაწილი მცირდება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ნაწილი მცირდება

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

“COVID-19-ის პრევენციის” მიზნით აზერბაიჯანი კარანტინს აგრძელებს

“COVID-19-ის პრევენციის” მიზნით აზერბაიჯანი კარანტინს აგრძელებს

ნეტგაზეთი