მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. პუტინმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი და იმავეს განიხილავს დიზელთან მიმართებაშიც - Netgazeti
პუტინმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი და იმავეს განიხილავს დიზელთან მიმართებაშიც - Netgazeti

პუტინმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი და იმავეს განიხილავს დიზელთან მიმართებაშიც - Netgazeti

ნეტგაზეთი29 ივნისი, 2026, 07:44|netgazeti.ge

ვლადიმერ პუტინმა პირველად აღიარა, რომ რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და საწვავის საცავებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი დგას საავტომობილო საწვავის დეფიციტის წინაშე.

„პრობლემები რჩება როგორც მძღოლებისთვის, ისე ბიზნესისთვის: სამწუხაროდ, ბენზინგასამართ სადგურებზე კვლავ რიგებია და საჭირო მარკის ბენზინი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.“

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთმა „შიდა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით სრულად აკრძალა ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტი.“

„ასევე განიხილება დიზელის საწვავის ექსპორტზე სრული აკრძალვის დაწესების აუცილებლობა“, — განაცხადა მან.

პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი „მაქსიმალურად იყენებს თავისი უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების სიმძლავრეებს“. ამასთან ერთად, „გამოიყენება საშუალო და მცირე ობიექტების პოტენციალიც.“

ივნისში რუსეთის რეგიონების უმეტესობაში საწვავის დეფიციტი ფიქსირდება რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების განმეორებითი თავდასხმების შემდეგ.

Reuters-ის შეფასებით, თავდასხმების შედეგად რუსეთმა დაკარგა ბენზინის წარმოების სიმძლავრის დაახლოებით 25%, ხოლო ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობა ბოლო 21 წელისწადში მინიმუმამდე დაეცა.

საწვავის კრიზისის გაუარესებასთან ერთად, რუსეთის მთავრობა განიხილავს დიზელის ექსპორტის სრულ აკრძალვას და საწვავის იმპორტის სუბსიდირებას.

ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ბენზინის გაყიდვაზე ახალი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც საწვავის შეძენას ვერავინ შეძლებს, საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა.

სულ მცირე 15-მა რუსულმა რეგიონმა 23 ივნისს საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, რადგან რუსეთში საწვავის კრიზისი ბენზინისა და დიზელის დეფიციტის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი