მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სასამართლომ FB-ზე ივანიშვილის დაწყევლა ადმინისტრაციულ დანაშაულად მიიჩნია - Netgazeti
სასამართლომ FB-ზე ივანიშვილის დაწყევლა ადმინისტრაციულ დანაშაულად მიიჩნია - Netgazeti

სასამართლომ FB-ზე ივანიშვილის დაწყევლა ადმინისტრაციულ დანაშაულად მიიჩნია - Netgazeti

ნეტგაზეთი29 ივნისი, 2026, 11:20|netgazeti.ge
„წყევლა არის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ვითხოვთ, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას ჯარიმა“, — განაცხადა შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა პროტესტის აქტიური მონაწილე, მოქალაქე თამუნა გიორგაძე 3000 ლარით დააჯარიმა პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ წყევლით გამოხატული უკმაყოფილების გამო.

ადვოკატ ანა გახოკიძესა და შსს-ს იურისტ სალომე ქირიას შორის კითხვა-პასუხიდან, შემდეგ კი მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა:

შსს და სასამართლო თვლიან, რომ სოციალურ ქსელში პირადი სივრცე არ არსებობს. არათუ პირადი კედელი, არამედ დახურული ჯგუფიც. კონკრეტული სამართალდამცველი ე.წ. სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოდან პირადი რწმენით და შეხედულებით წყვეტს, კონკრეტული პოსტი და კომენტარი წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას და იმსახურებს თუ არა, რომ ავტორს შეეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება — გამოხატვის თავისუფლება. სამმართველოს არანაირი გაიდლაინი და შიდა დოკუმენტი არ აქვს კრიტერიუმებით ამის დასადგენად და სამსჯელოდ, სახეზეა თუ არა სამართალდარღვევა. არ აქვს მნიშვნელობა, თავად „ბატონი ბიძინა ივანიშვილი“ შეწუხდა თუ არა, ან ვინმეს „საჯარო სივრცეში თუ დაერღვა სიმშვიდე“ თამუნა გიორგაძის პოსტით. ე.წ. „სქროლვა-სქრინვის სამმართველოში“ პირადი რწმენით გადაწყდა, რომ ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

თამუნა გიორგაძე სხდომას არ დასწრებია.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს სოციალურ ქსელებში გინების გამო. ეს არის წყევლის გამო დაჯარიმების პირველი შემთხვევა. შსს სოციალურ ქსელებში უწმაწურობას წვრილმან ხულიგნობად აკვალიფიცირებს, რაც ადმინისტრაციული დარღვევაა. ამ საქმიანობისთვის შსს-ში “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოც” კი შეიქმნა, რომელშიც 10 კაცი მუშაობს. ამ უწყებას სოცქსელებში “სქროლვა-სქრინვის სამმართველოს” ეძახიან იმ შინაარსით, რომ პოლიციელებს ევალებათ ფბ-ს თვალიერება (სქროლვა) და კომენტარების “დასქრინვა”.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პუტინმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი და იმავეს განიხილავს დიზელთან მიმართებაშიც

პუტინმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი და იმავეს განიხილავს დიზელთან მიმართებაშიც

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი