
მოსამართლემ ცნო ბათილად ციხის დირექტორის განკარგულება, რომლითაც სანდერს მიმოწერა აუკრძალა - Netgazeti
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნანა სანდერის სარჩელი, რომლითაც ასაჩივრებდა მისთვის 3 თვით მიმოწერას აკრძალვას.
გადაწყვეტილება დღეს, 29 ივნისს, მოსამართლე ნატა თედეშვილმა მიიღო.
კერძოდ, ნანა სანდერს რუსთავის ქალთა ციხის დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის გადაწყვეტილებით თებერვალში მიმოწერა 3 თვით აეკრძალა.
„მოსამართლემ ცნო ბათილად ციხის დირექტორის განკარგულება, რომელიც გამოცემული იყო მიმოწერის აკრძალვასთან დაკავშირებით. 3 თვით ჰქონდა აკრძალული მიმოწერა და მაისში გაუვიდა ვადა, ანუ ეს აკრძალვა ბოლომდე მოიხადა. თუმცა დღეს ჩაინიშნა სასამართლო და მოსამართლემ დღეს გააბათილა უკვე აღსრულებული სასჯელი“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნანა სანდერის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ.
ნანა სანდერი 4 ოქტომბრის საქმეზე გასულ წელს დააკავეს. მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. 24 ივნისს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნანა სანდერს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ნანა სანდერმა ციხეში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის შესახებ სასამართლოში ისაუბრა. თავად მოუყვა მოსამართლე თამარ ჭედლიშვილს იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ციხეში აწყდება. მათ შორის არის მკურნალობაზე უარის თქმა, მისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდების შეფერხება და აგრესიული დამოკიდებულება და არაადამიანური მოპყრობა ციხის დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის მხრიდან.
“ჩემს სიკვდილზე აქვთ ხელი მოწერილი” – ნანა სანდერი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge