მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს - Netgazeti
ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს - Netgazeti

ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს - Netgazeti

ნეტგაზეთი1 ივლისი, 2026, 06:27|netgazeti.ge

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა.

საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და ამ რთული ისტორიული საკითხის „მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძვლის გარეშე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად დაყვანა“.

„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას. პირიქით, ძირს უთხრის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ძალისხმევას“, – აცხადებენ სამინისტროში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადახედოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი „მტკიცედ რჩება ისტორიული სიმართლის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ერთგული“.

Associated Press -ის ინფორმაციით, 2026 წლის 28 ივნისს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები ოფიციალურად აღიაროს „გენოციდად“ . გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში შესასვლელად ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ქნესეთმა (პარლამენტმა).

გამოცემა The Jerusalem Post, რომლის ცნობითაც შემდეგი ეტაპი არის საკითხის ქნესეთში განხილვა და კენჭისყრა.

სომეხთა გენოციდი ოფიციალურად, 2025 წლის მდგომარეობით 34 სახელმწიფოს აქვს აღიარებული (მათ შორის აშშ, კანადა, საფრანგეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, რუსეთი).

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

ნეტგაზეთი

„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს

„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი